ახალი მოსამართლეები უფლებამოსილებას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში განახორციელებენ
ოქტომბერი 30, 2009
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების სისტემაში დაინიშნა 4 ახალი მოსამართლე. ხათუნა ნადიბაიძე - ბოლნისის რაიონულ სასამართლოში; გიორგი ქაშაკაშვილი - ბათუმის საქალაქო სასამართლოში; გოჩა აბუსერიძე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; შორენა ყავლაშვილი - ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში განახორციელებენ მოსამართლის უფლებამოსილებას.