ხობის რაიონულ სასამართლოში კონკურსი გამოცხადდა
ოქტომბერი 1, 2009

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცხადდა საჯარო კონკურსი ხობის რაიონულ სასამართლოს აპარატის ვაკანტურ თანამდებობებზე. კონკურსის პირობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი საბუთების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის გაზეთში ,,24 საათი", საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www.csb.gov.ge და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.hcoj.gov.ge- ვაკანსიებში.