მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე დაშვებული პირები
სექტემბერი 30, 2009 მოსამართლეობის წერით გამოცდაზე დაშვებულ იქნა 53 პირი. მათ შორის 7 საერთო, 21 სამოქალაქო და ადმინისტრაციული და 25 სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

წერითი გამოცდა ჩატარდება 2009 წლის 3 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში (მის.: თბილისი, ბულაჩაურის ქ. #7ა). რეგისტრაცია დაიწყება 9 საათზე.

წერითი გამოცდისთვის საგამოცდოების გაცემა იწარმოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2009 წლის 2 ოქტომბერს, 10-დან 18 საათამდე.