მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის საპრეტენზიო განცხადებების განხილვის შედეგები
სექტემბერი 30, 2009
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო კომისიამ დაასრულა განცხადებების განხილვა. განხილულ იქნა სულ 20 საპრეტენზიო განცხადება, მათ შორის 10 სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და 10 სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
წერით გამოცდაზე დაშვებულ იქნა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში 7 გამოსაცდელი, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში 3.