ცნობილია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების სია
დეკემბერი 3, 2008
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შედეგად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხულ იქნა 4 მსმენელი: მაია გიგაური, თამარ ლაკერბაია, ქეთევან მესხიშვილი, ლელა ჭინჭარაული.

ამჟამად სკოლაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული 18 მსმენელი სწავლობს.