დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
ნოემბერი 3, 2008
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაინიშნა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება 2008 წლის 23 დეკემბრიდან 2009 წლის 6 იანვრის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იწარმოებს.

საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2009 წლის 17 – დან 23 იანვრამდე, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) 2009 წლის 24 იანვრიდან 1 თებერვლამდე. გამოცდა ჩატარდება საერთო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.