დაიწყო მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსი
ოქტომბერი 15, 2008
დღეს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაიწყო მოსამართლეობის კანდიდატთა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთები 277- კონკურსანტმა შემოიტანა. აქედან 183 მოსამართლეობის, ხოლო 94 მათგანი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელად ჩარიცხვის მსურველია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები რაიონულ(საქალაქო) სასამართლოებში დაინიშნებიან. სკოლის მსმენელთა შერჩევის შემდგომ კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხებიან მსმენელებად და 14-თვიან სასწავლო კურსს გაივლიან.