მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება დასრულდა
მარტი 5, 2008
 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო კომისიაში დასრულდა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება.

საბუთები სულ 331-მა მსურველმა შემოიტანა. აქედან, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით-186-მა, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით-108 და საერთო სპეციალიზაციით-37-მა კანდიდატმა.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) 2008 წლის 8 მარტს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი - გამოცდა) 2008 წლის 15 მარტს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდება.