დიასამიძე ნოდარ

დაიბდა 1942 წლის 2 თებერვალს ქედის რაიონის სოფელ გულებში.

1959 წელს დაამთავრა თბილისის #35 სპორტული სკოლა.

1962-65 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში კალინინგრადის ოლქში.

1966-1969 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო დაწესებულებებში.

1969-74 წლებში სწავლა დაიწყო ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1974 წელს. ამავდროულად 1973 წლიდან მუშაობა დაიწყო ბათუმის სასამართლოს აღმასრულებლად.

1975 წელს მუშაობდა აჭარის ა/რ იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტად, მთავარ კონსულტანტად.

1977 წელს მუშაობდა აჭარის ა/რ პროფ. საბჭოში მთავარ სამართლებრივ ინსპექტორად.

1979 წელს არჩეულ იქნა ქ. ბათუმის მოსამართლედ.

1987 წელს მიღებულ იქნა აჭარის ა/რ ადვოკატთა კოლეგიის წევრად.

1991 წელს დაინიშნა აჭარის ა/რ იუსტიციის მინისტრად.

1993 წლის იანვარში არჩეულ იქნა აჭარის ა/რ უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

1994 წელს დაინიშნა აჭარის ა/რ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ.

აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს 1998 წლის 17 სექტემბრის #191 დადგენილებით აირჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 მაისის #527 განკარგულებით გათავისუფლდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის #1006 ბრძანებულებით გათავისუფლდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.