ნინო ქადაგიძე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1969 წლის 30 ივლისს, ქ. თბილისში.

განათლება

1986 წელს დაამთავრა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საშუალო სკოლა.

1993 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება

1994-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს კონსულტანტად.

1996-1998 წლებში იყო ამავე სამინისტროს ნორმატიული აქტების ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი.

1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.

1999-2000 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

2000-2002 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე.

2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი/მოსამართლე.

2013 წლის ივნისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2014-2017 წლებში იყო საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი.