კალანდაძე ნინო
დაიბადა 1977 წელს ქ. თბილისში.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მანჰაიმის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
2002-2004 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ადგილობრივი ექსპერტი-იურისტი, რეგიონული პროექტის კორდინატორი.
2004 წლიდან დღემდე არის საქართველოს პარლამენტის წევრი.
2004 წლის მაისიდან არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 17 მარტის #2765 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.