ნინიძე თედო
დეკემბერი 22, 2011

დაიბადა 1950 წლის 2 იანვარს ოზურგეთის (იმჟამინდელი მახარაძის) რაიონის სოფელ ასკანაში.

1966 წელს ვერცხლის მედალზე დაამთავრა ასკანის საშუალო სკოლა და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დაასრულა 1971 წელს.

1971-1975 წლებში სწავლობდა ჯერ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და საამართლის ინსტიტუტის, შემდეგ კი სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1975 წელს სამოქალაქო სამართლის სპეციალობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1971-1975 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ_თანამშრომლად. პარალელურად სწავლობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების პედაგოგიურ ინსტიტუტში გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.

1978-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ადმინისტრაციულ ორგანოთა განყოფილების ინსტრუქტორის თანამდებობაზე;

1984-1988 წლებშიუ იყო საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

1988 წელს საქართველოს იურისტთა კავშირმა აირჩია ჟურნალ ,,სამართლის” მთავარ რედაქტორად, სადაც იმუშავა 1992 წლამდე.

1990-1991 წლებში არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად.

1992-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ.

1993-1994 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორი.

1994-1998 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

1998-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.

2003 წლის აპრილიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ეწევა საკონსულტაციო საქმიანობას კერძო სექტორში.

ჰყავს მეუღლე და ვაჟიშვილი.