გვარამია ნიკა

დაიბადა 1976 წელს ქალაქ სოხუმში.

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2000-2003 წლებში მუშაობდა საადვოკატო კომპანია შპს "სანდო"-ს ადვოკატად.

2003-2004 წლებში მუშაობდა სს "თელასში" იურისტის თანამდებობაზე.

2004-2007 წლებში იყო იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ამავე პერიოდში, საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 10 აგვისტოს #349 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2007 წლიდან დღემდე არის საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.