ნარკოლოგიური ცნობების შესახებ
ივნისი 24, 2019

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას.


აღნიშნული დოკუმენტები იტვირთება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებულ ბანერში - საჯარო ინფორმაცია.


ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ წარდგენის შესაბამისად ეტაპობრივად გამოქვეყნდება.