ნანა ჯანხოთელი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1957 წლის 27 მაისს ქ. თბილისში.

განათლება:

1974 წელს დაამთავრა ლენტეხის რაიონის საშუალო სკოლა.

1983 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

1985-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო არბიტრაჟის ზედამხედველობის განყოფილების კონსულტანტად.

1988-1991 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის იურისკონსულტად.

1991 წლის თებერვლიდან აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო არბიტრაჟის საზედამხედველო განყოფილების წამყვან სპეციალისტად.

1991-1997 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი.

1998-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის აპარატის უფროსად.

2003-2012 წლებში იყო ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2010-2012 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ცაგერის რაიონულ სასამართლოში.

2010-2013 წლებში იყო ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2012-2013 წლებში იყო ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე.

2013 წლის ნოემბრიდან არის ცაგერის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის ოქტომბრიდან უვადოდ გამწესდა ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის თანამდებობაზე.