ზოდელავა მურთაზ

დაიბადა 1976 წლის 18 აგვისტოს, ქ. სოხუმში.

1993 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის # 8 საშუალო სკოლა.

1993-.1998 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.

2000–2003 წლებში მუშაობდა შპს "სანდო, სააკაშვილი და კუკავა"-ს საადვოკატო კომპანიაში იურისტად.

2004–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში - საბჭოს წევრის თანაშემწედ, უფროს კონსულტანტად.

2005–2007 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადნმინისტრაციაში. იყო კადრების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი.

2007–2008 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსად.

2008–2008 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადნმინისტრაციაში, იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი.

2008 წლიდან არის საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.