მცხეთის რაიონული სასამართლო

მის: ქ.მცხეთა, სამხედროს ქ. 17

ტელ: 251 36 98

251 03 29 (ფაქსი)

www.mtskheta.court.gov.ge

მცხეთის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2006 წლის 18 სექტემბრიდან.

სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - მცხეთის, მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაშია 3 მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში-1, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში-1 და ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე. აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას ახორციელებს ახალგორის მუნიციპალიტეტში, თიანეთის , 1-დუშეთისა და 1-ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 37 საშტატო ერთეულით.