მოსმენის თარიღი
ივლისი 9, 2019

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის თარიღი დანიშნა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით 17 ივლისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს მოუსმენენ. პროცესი 11 საათზე დაიწყება და კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.