მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის მონაწილეთა საყურადღებოდ!
აპრილი 18, 2017

2017 წლის 18 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით მოსამართლეობის კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, რომ გაეცნონ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათზე არსებულ ინფორმაციას.

საკონკურსო საქმის გაცნობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 577 98 88 84 ან 577 55 44 21.

მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წერილობით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.