მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები
იანვარი 27, 2020

2020 წლის 25 იანვარს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე - წერითი ეტაპი ჩატარდა. მეორე ეტაპზე 21 გამოსაცდელი მონაწილეობდა. გამოცდა წარმატებით 21-მა მონაწილემ ჩააბარა - 15-მა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, 6-მა კი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

წერითი გამოცდის შედეგები გამოსაცდელებს იმავე დღეს ეცნობათ, აპლიკანტის პორტალის მეშვეობით.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 18 იანვარს გაიმართა. გამოცდაზე 140 გამოსაცდელი გამოცხადდა. ტესტური გამოცდით უკმაყოფილო გამოსაცდელებს საშუალება ჰქონდათ გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის მიემართათ.