მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულებულია
იანვარი 26, 2019

რეგისტრირებული 128 აპლიკანტიდან გამოცდაზე 124 პირი გამოცხადდა.

გამოცდის პირველი ეტაპი 124 გამოსაცდელიდან 31-მა მონაწილემ გადალახა. მათგან 18 გამოსაცდელი არის სისხლის სამართლის , 13 კი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი 2 თებერვალს ჩატარდება.