მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები
ივლისი 30, 2018

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა დასრულდა.

2018 წლის 28 ივლისს ჩატარდა გამოცდის მეორე - წერითი ეტაპი. მეორე ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 92 გამოსაცდელმა.

წერითი გამოცდის შედეგები გამოსაცდელებს, საბოლოო შეფასების მიღების შემდეგ, ავტომატურად ელექტრონული სისტემით მიეწოდათ აპლიკანტის პორტალის მეშვეობით.

წერითი გამოცდა წარმატებით 52-მა გამოსაცდელმა ჩააბარა, აქედან: 1-მა საერთო სპეციალიზაციით, 16-მა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით და 35-მა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

წერითი გამოცდის შემდეგ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლებამოსილია განცხადებით მიმართოს საპრეტენზიო ჯგუფს მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით. პრეტენზია მიიღება 2018 წლის 31 ივლისსა და 1 აგვისტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში 10:00-დან 17:00 საათამდე. წერითი გამოცდის შეფასების გადასინჯვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელმა დააგროვა სულ ცოტა 10 ქულა.

საპრეტენზიო განცხადებები, მას შემდეგ რაც გამოსაცდელი გამოცხადდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აპლიკანტის პორტალის მეშვეობით მიიღება.

გამოცდის მთელი პროცესი სპეციალურად საამისო შექმნილი ელექტრონული სისტემით მეშვეობით მიმდინარეობდა, რომელიც USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით არის შექმნილი და გაუმჯობესებული. ელექტრონული სისტემის მიერ გამოცდის მიმდინარეობისას სრუად იყო დაცული გამოსაცდელისა და გამომცდელის ორმხრივი ანონიმურობის პრინციპი.