მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცნობილია
მაისი 6, 2019

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღი ცნობილია.

პირველი ეტაპი ტესტური გამოცდა 2019 წლის 8 ივნისს, წერითი გამოცდა კი 2019 წლის 15 ივნისს ჩატარდება.

გამოცდაზე დაშვების მიზნით რეგისტრაცია შესაძლებელია 2019 წლის 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.