მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის ინსტრუქცია
ივნისი 29, 2018


მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდის საშუალებით, კერძოდ, ამავე გვერდის მარჯვენა მხარეს განთავსებული ბანერის „ელექტრონული რეგისტრაციის“ მეშვეობით.

რეგისტრაციის შემდეგ მთავარ მენიუში - „საკვალიფიკაციო გამოცდა“-ში თქვენ იხილავთ სამივე სპეციალიზაციაზე გამოცხადებულ გამოცდას. ყველა სპეციალიზაციაზე მიბმულია განაცხადის შეტანა. ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი სპეციალიზაცია და გააკეთეთ განაცხადი. განაცხადის შეტანის უფლების ერთჯერადად გამოყენების შემთხვევაში, პროგრამა არ მოგცემთ საშუალებას ხელმეორედ გააკეთოთ განაცხადი სხვა სპეციალიზაციაზე. გთხოვთ, დაფიქრდეთ სპეციალიზაციის არჩევისას.

განაცხადი შედგება 3 სექციისაგან: საიდენტიფიკაციო მონაცემები, საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და უმაღლესი განათლება.

პირველ სექციაში მარჯვენა მხარეს არსებული რედაქტირების ფუნქციით შეგიძლიათ შეცვალოთ ან განაახლოთ რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია.

მეორე სექციაში დამატების ფუნქციით შეიყვანეთ თქვენი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მონაცემები.

მესამე სექციაში ასევე დამატების გზით შეავსეთ ყველა მითითებული ველი. არ დაგავიწყდეთ დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლის დასკანერებული ვერსიის ატვირთვა.

განაცხადის ელექტრონულად შევსებისას გირჩევთ ისარგებლოთ Google Chrome-ის ბრაუზერით.

რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით.

გამოცდის საფასური შეადგენს 200 ლარს.


იხ. „მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 19 მარტის №1/152 გადაწყვეტილება