მოსამართლეები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან
ივნისი 5, 2018

მოსამართლეები სავალდებულო ტრენინგებს გაივლიან. გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, 4 ივნისის სხდომაზე მიიღო. ტრენინგების ხანგრძლივობა განისაზღვრა წელიწადში არანაკლებ სამი დღით, მეთოდიკის განსაზღვრას და ჩატარებას კი იუსტიციის უმაღლესი სკოლა უზრუნველყოფს.

საკითხის ინიციატორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირმა გელაშვილია. მისი განცხადებით, ტრენინგების სავალდებულო პრაქტიკა არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში. ირმა გელაშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებას, რადგან მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებათ მუდმივად გაეცნონ სიახლეებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.