მოსამართლე პაატა სილაგაძეს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდა
ოქტომბერი 8, 2018

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს პაატა სილაგაძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა. ამ გადაწყვეტილებას დღევანდელ სხდომაზე მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს პაატა სილაგაძეს ვადა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ეწურებოდა. მის წარმოებაში 218 საქმეა. მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილებას მის წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის დასრულებამდე შეასრულებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წერილით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ მიმართა.