მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას დაესწრო
აპრილი 3, 2018

2018 წლის 2 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ელისონ ქეი დანქენი დაესწრო და საბჭოს წევრებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომლობაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, მოსამართლე დანქენს დაგეგმილი აქვს შეხვედრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს ქალ წევრებთან, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრთან. ელისონ ქეი დანქენი მონაწილეობას მიიღებს საჯარო კონფერენციაში ,,მოსამართლეთა დამოუკიდებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოში“.