უგრეხელიძე მინდია

დაიბადა 1942 წელს ქ. ქუთაისში.

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1963-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე.

1974 წლიდან იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატია.

1975 წლიდან არის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლის კათედრის გამგე, უძღვებოდა ლექციების კურსს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, სამართლის პოლიტიკის, საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის მოდელირების პრობლემებზე.

1983 წელს დაინიშნა საქართველოს კპცკ-ის მეცნიერებისა და სასაწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ.

1986 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორია.

1988-1990 წლებში იყო გაზეთ "კომუნისტის", 1990 წლის 14 ნოემბრიდან კი - გაზეთ "ახალ საქართველოს" რედაქტორი.

1990 წელს 28 ოქტომბერს აირჩიეს საქრთველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტადად, ხოლო 1990 წლის 27 დეკემბერს - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 1999 წლის 25 ივნისს შეუწყდა უფლებამოსილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით.

1997 წლიდან 1999 წლის ივნისამდე იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.

საქართველოში და საზღვარგარეთ ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 70-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია.
არის "იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა" და "სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის" წევრი.

როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და სამართლებრივი რეფორმის სამთავრებო კომისიის თავმჯდომარე, მონაწილეობს საქართველოს ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში. თანაავტორია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თეორიული მოდელისა.