მინაშვილი აკაკი

დაიბადა 1980 წლის 24 სექტემბერს. ქ. თბილისში.

1998 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა.

1998 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2003-2004 წლებში საწავლობდა ცენტრალურ ევროპის უნივერსიტეტში და მიიღო ადამიანის უფლებების სამართალში მაგისტრის ხარისხი.

1999-2000 წლებში მუშაობდა სტუდენტურ თვითმმართველობის ასოციაციაში გაზეთის რედაქტორას.

2001-2003 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი, ამავე დროს 2002 ივნისიდან დეკემბრამდე იყო ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული პროექტის ,,ადამიანის უფლებების განათლებაში” კოორდინატორი.

2004 – 2006 წლებში იყო თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.

2007 – 2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში, იყო თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი.

2008 წლიდან არის საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი.
2002 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე იყო ბრიტანეთის საბჭოს პროექტი – "ტრენინგები ადამიანის უფლებათა სამართალში", კოორდინატორი.

01/2004 – 04/2004 – ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, არასამთავრობო ორგანიზაციის "მუხლი 19" ინტერნი.

2004 სექტემბრიდან დეკემბრამდე იყო ილია ჭავჭავაძის სახ. უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორი ადამიანის უფლებების საფუძვლებში.

2005–2007 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი მედია სამართალში.

2007-2008 წლებში მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭო აპარატში დეპარტამენტის დირექტორად.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.