მერაბ გაბინაშვილი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 28 თებერვალს, ქ. თბილისში.

განათლება

1990 წელს დაამთავრა თბილისის №71 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1990-1992 წლებში მუშაობდა თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოში თარჯიმნად.

1992-1997 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანაშემწედ.

1997-2000 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად, შემდეგ კი - უფროს გამომძიებლად.

2000 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად, ხოლო შემდეგ - უფროს გამომძიებლად.

2005-2006 წლებში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლად.

2006-2007 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2009 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

2009-2012 წლებში იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2012 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2017 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2012-2017 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2017-2019 წლებში იყო ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2019 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.