ცერცვაძე მარიამ

დაიბადა გურჯაანის რაიონში 1962 წლის 17 მარტს.

1979 წელს დაამთავრა გურჯაანის სოფ. ჩუმლაყის საშ. სკოლა.

1979-1981 წელს მუშაობდა სოფ. ჩუმლაყის კოლმეურნეობაში.

1981 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1987-1994 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში იურისკონსულტად ქ. თელავში.

1995-1999 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას გურჯაანის რაიონში.

1999 წლის მარტში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

1999 წლის 7 მაისის საქართველოს პრეზიდენტის #291 ბრძანებულებით დაინიშნა ყვარლის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

1999 წლის 29 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის # 804 განკარგულებით დაინიშნა ყვარლის რაიონულ სასამართლოში თავმჯდომარედ.

2001 წლის 13 სექტემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის #368 ბრძანებულებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

2001 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის #366 ბრძანებულებით დაინიშნა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2002 წლის 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის #74 განკარგულებით დაინიშნა თელავის რაიონულ სასამართლოში თავმჯდომარედ.

2006 წლის 5 აგვისტოდან 2007 წლის 31 ივლისამდე იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 23 იანვრის #1/27-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება.

ჰყავს მშობლები და სამი და.