მამალაძე მამუკა

დაიბადა 1964 წლის 17 აპრილს ქუთაისში.

1980 წელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო 1989 წელს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1987-1990 წლებში მუშაობდა ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხნის იურისკონსულტად, იურიდიული სამსახურის უფროსად.

1990 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1991 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილების შესაბამისად, დაინიშნა ქალაქ ქუთაისის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პარლამენტის 1997 წლის დადგენილებით/ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის განკარგულებით, 2008 წლამდე დაინიშნულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.


1998 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. გავლილი აქვს სასამართლოს ორგანიზაციული მართვისა და მენეჯმენტის კურსები.

1999 წლის 01 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დაინიშნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავჯდომარედ.

2004 წლის 26 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტის #349 განკარგულებით, დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 04 მაისის განკარგულებით მიენიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.

2005 წლის 21 თებრვლიდან არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მამალაძე და პარტნიორების” დამფუძნებელი პარტნიორი.

2006 წლის 19 მარტს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების სამმართველოს უფროსად.

2006 წლის 25 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად.