სულხანიშვილი მაია

განათლება:

1980 წელს დაამთავრა თბილისის 115-ე საშუალო სკოლა;

1981 წელს სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;

სამუშაო გამოცდილება:

1987 წელს მუშაობდა თბილისის კიროვის რაიონის სასამართლოს სტაჟიორ-მოსამართლედ;

1988-1990 წლებში მუშაობდა 28-ე სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსად;

1990-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეთა სამართლებრივი მომსახურების განყოფილების სამმართველოს განყოფილების უფროსად;

1992 წელს დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების რესპუბლიკური კურსების დირექტორად;

1993-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტში ჯერ იურიდიული განყოფილების უფროსად, შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარის მრჩევლად;

1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცერლარიაში საქართველოს პრეზიდენტიუს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი სამსახურის რეფერენტად;

1999 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლედ;

2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლე;

2006 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე;

2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

2015 წლის მაისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.