კოპალეიშვილი მაია

დაიბადა 1964 წლის 20 ივნისს ქალაქ თბილისში.

1983-1988 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1992-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

1999 წელს მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: `ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია სახელმწიფო მმართველობაში.

1997 წელს სასწავლო მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში _ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მომზადების პროგრამის `საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარება” ფარგლებში.

2001-2003 წლებში – სხვადასხვა დროს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - შპაიერის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში (გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და ფონდ ღია საზოგადოება საქრთველოს (OSI) ერთობლივი სტიპენდია). კვლევა სხვადასხვა თემაზე: ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი (შედარებითი ანალიზი). ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებათა ურთიერთმიმართების შესახებ. აღნიშნული კვლევის საფუძველზე საქართველოში IRIS-ის მხარდაჭერით გამოიცა წიგნი სახელწოდებით: ”ადმინისტრაციული გარიგება.

1988-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და კერძო სტრუქტურაში იურისტად.

1992-1996 წლებში იყო სააქციო საზოგადოება ”გულანის” იურისტი.

1996-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

1997-1998 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო-სამართლებრივი ოლიმპიადის `ადამიანი და კონსტიტუცია~ საორგანიზაციო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.

1992-2001 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის წევრი.

2001-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის კათედრის წევრი, დოცენტი, ლექტორი, (სპეციალობა: ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი).

2005 წლიდან დაიკავა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური თანამდებობა და არის ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის მიმართულების სრული პროფესორი. სპეციალობა: ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი;

2000-2001 წლებში იყო AMEXI-INთEღNAთIONAL -ის (ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი ორგანიზაცია) იურისტი- საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე პროექტის: ”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის განმარტება საჯარო დაწესებულებებისათვის” ფარგლებში.

2001-2005 წლებში მუშაობდა IRIS– Georgia -ში, მთავრობისა და ადმინისტრაციული პროცესების გამჭვირვალობის პროგრამის იურისტ-კოორდინატორად.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის #773 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის #776 განკარგულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

2006-2007 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, სპიკერი მოსამართლე.

2006-2007 წლებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის დადგენილებებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის წევრად.

2006 წლიდან იყო სპიკერი მოსამართლე.

2006 წლიდან იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 24 დეკემბრის 1/282-2007 გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

2007 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.

არის 10 სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი.