ლიეტუვურ-ქართულ-უკრაინული ფორუმი
სექტემბერი 26, 2018

5-7 სექტემბერს, ლიეტუვაში იურისტთა სამმხრივი ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა ელექტრონულ და დისციპლინურ სამართალწარმოებაზე, ასევე მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამი ქვეყნის სასამართლოების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

იურიდიულ ფორუმს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ სერგო მეთოფიშვილი, ლევან გზირიშვილი და ირაკლი ბონდარენკო. მათ უცხოელ კოლეგებს საქართველოს სასამართლოებში სამართალწარმოების პრაქტიკისა და რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში სასამართლო სისტემის მიღწევებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელმაც მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გარანტია შექმნა.

იურისტთა ფორუმი ლიეტუვის ეროვნული სასამართლო ადმინისტრაციის მიერ, 6 წელიწადში ერთხელ ტარდება. ფორუმი დაფინანსებულია ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის ფონდის მიერ.