ლევან ნუცუბიძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1978 წლის 21 ივლისს ქ. ქუთაისში;

განათლება:

1995 წელს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანის საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2003 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით;

სამუშაო გამოცდილება:

2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ქ. ქუთაისის ადვოკატურაში ადვოკატად;

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში სისხლის სამართლის საქმეთა ადვოკატად.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორად.

2005-2007 წლებში მუშობდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორად.

2007 წელს იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2008 წლებში მოსამართლისა და თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში.

2007 წლიდან 2012 წლის 01 დეკემბრამდე იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და თავმჯდომარე.

2012-2017 წლებში იყო სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.