ბეჟაშვილი ლევან

დაიბადა 1974 წელს ქ. თბილისში.

1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1996- 1997 წლებში მუშაობდა გამომძიებლის თანაშემწედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოში.

1997-1999 წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი.

1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის, განყოფილების გამგის, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებზე.

2003-2004 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2004 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, 2004 წლის 23 აპრილს საქართველოს პარლამენტის #21 დადგენილებით არჩეულ იქნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ. თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 19 თებერვლის #5715-რს დადგენილებით ვადამდე შეუწყდა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება მოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 თებერვლის #102 განკარგულებით დაინიშნა კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულად.