ლაშა კალანდაძე

დაიბადა 1974 წლის 21 მარტს, ქ. ქუთაისში.

1991 წელს დაამთავრა ქუთაისის #24 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი, იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით.

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1998-2001 წლებში იყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სართაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის ასპირანტი.

1998-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში იუსტიციის საბჭოს წევრის რეფერენტად, შემდგომ კონსულტანტად, უფროს კონსულტანტად და ბოლოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწედ.

2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.

2004-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე და სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე.

2005-2016 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2006-2016 წლებში იყო ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

2006-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2007-2013 წლებში იყო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი და თავმჯდომარე.

2007-2015 წლებში ასევე, დაკისრებული ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.