ლალიაშვილი ნიკოლოზ

დაიბადა 1973 წლის 17 დეკემბერს. ქ. თბილიში.

1990 წელს დაამთავრა 47-ე საშუალო სკოლა.

1991 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე.

1993-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1997 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

2000 წლიდან მსახურობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა სამსახურში.

2002 წელს მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

2004 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,საკრალური და პროფანული კატეგორიები ქართულ ფოლკლორში”. მიენიჭა ფილოლოგის მეცნიერებატა კანდიდატის ხარისხი.

2005-2007 წლებში მუშაობდა ,,PA CONSULTING GROUP”-ის გენერალური მდივნის მრჩევლის თანამდებობაზე.

2008 წლიდან არის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი.

2003 წელს მიენიჭა სამხედრო წოდება: ,,პოლკოვნიკი”.

საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.