კვლევის პრეზენტაცია
ოქტომბერი 9, 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით კვლევა მომზადდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სასამართლო შენობების ხელმისაწვდომობას ეხება. სამუშაო პროცესი მოიცავდა სასამართლო შენობების ტექნიკურ შესწავლას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.კვლევა საქართველოს მასშტაბით სასამართლოს 65 შენობაში ჩატარდა. ანგარიში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიერ მომზადდა.

დოკუმენტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართეს.

"სასამართლო სისტემის სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით, რომელიც მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტია ჩვენთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სწორედ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სასამართლო შენობების ადაპტირებაა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის საბჭოს, რომელმაც სრულყოფილი და საჭირო კვლევა ჩაატარა. ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ პრობლემებზე მუშაობა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ რიგი საკითხები უკვე გადაიჭრა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ, თუმცა გამოწვევები რჩება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კვლევის პრეზენტაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მოსამართლეები, თბილისის მერიის , საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.