კუბლაშვილი პავლე

დაიბადა 1976 წელს ქ. ტყიბულში.

1998 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997 წელს დანიშნულ იქნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის კანცელარიაში კონსულტანტად.

1998 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს სასამართლო პერსონალის სექტორის უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე.

2000 წელს დაინიშნა საგადასახადო სამინისტროს ცენტრალური აპარატის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, იმავე წელს გადაყვანილ იქნა სამინისტროს აპარატის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსად.

2000 წელს დაინიშნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე.

2001 წელს დაინიშნა საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროში სამართლის ექსპერტის თანამდებობაზე.

2004 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდამცავ ორგანოებთან და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.

2004 წელს დაინიშნა საქართელოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანტიკორუფციული პოლიტიკის კოორდონაციის დეპარტამენტის დირექტორად.

2004 წელს მუშაობა განაგრძო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

2004 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად და საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნად.

2005 წელს დაინიშნა საქართელოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.

2005 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. დაინიშნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარედ.

2008 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად.

2008 წლის 11 ივნისის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.