კემულარია კონსტანტინე

დაიბადა 1954 წლის 1 აპრილს.

1970 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ხობის საშუალო სკოლა. იმავე წელს უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და განაწილებით დაინიშნა ქ. სოხუმის პროკურატურის გამომძიებლად.

1976 წელს გადაიყვანეს ქ. ქუთაისის პროკურატურის უფროს გამომძიებლად.

1979-1980 წლებში სამუშაოდ გადავიდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში.

1980-1983 წლებში მივლინებული იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტში მოსკოვში, სადაც დაამთავრა ასპირანტურა და 1983 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1983-1988 წლებში იყო სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.

1988-1992 წლებში იმუშავა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და ქ. ჭიათურის პროკურორად.

1992-1993 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

1993 წელს მთავრობის გადადგომის შემდეგ, თავი დაანება სახელმწიფო სამსახურს და დაინიშნა ქ. მოსკოვში დამოუკიდებელი იურიდიული სამსახურის გენერალურ დირექტორად.

1995 წელს, მეგობრებთან ერთად, თბილისში გახსნა დამოუკიდებელი იურიდიული კომპანია ,,ინიურკონსალტინგი”, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე.

1998 წელს აირჩიეს ქ. თბილისის საკრებულოს წევრად.

1999 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად.

2000 წლიდან იყო ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.

2004 წელს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთში.

2004 წლის ივლისში დაინიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ.

2005 წლის თებერვალში საქართველოს იუსტიციის მინისტრად.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2005 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად.

გამოქვეყნებული აქვს 19 მეცნიერული ნაშრომი და 100-ზე მეტი პუბლიცისტური ნარკვევი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.