უფროსი კონსულტანტი

დაიბადა 1968წ 6 აგვისტოს ქ.თბილისში.

1974-1985 წლებში სწავლობდ ქ.თბილისის 129-ე საშუალო სკოლაში.

1985 წელს სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ს/მ მექანიზაციის ფაკულტეტზე.

1987-1989 წლებში გაწვეული იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

1992 წელს დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტი ინჟინერ მექანიკოსის კვალიფიკაციით.

1990-1992 წლებში მუშაობდა ცეკავშირის ექსპერიმენტულ ავტომექანიკურ ქარხანაში მე-2 კატეგორიის ინჟინრის თანამდებობაზე.

1997-2000 წლებში მუშაობდა შ.პ.ს ,,არომაპროდუქტში,, მარკეტინგის განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე.

2004 წელს მუშაობდა თავდაცვის ეროვნული აკადემიის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზის ინფრასტრუქტურის განყოფილების სასადილოს უფროსად.

2006 წლიდან მუშაობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტის, შემდგომში კი უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.