დავითაშვილი კობა

დაიბადა 1971 წელს ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: საერთაშორისო სამართალი, ბიზნესის ორგანიზაცია და მენეჯმენტი.

1992 წელს იყო ცსკ-ს იურიდიული განყოფილების იურისტი.

1993 წელს იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო პოლკის მე-2 დივიზიონის მართვის ოცეულის მეთაური (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. სოფ. ახალი კინდღი).

1992-1993 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის საკონსტიტუციო აქტების მომზადების სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი.

1993-1994 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურიდიული სამმართველოს იურისტი.

1994-1996 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.

1995 წელს მუშაობდა საქართველოს ცსკ-ს იურიდიული განყოფილების უფროსის მოადგილედ.

1996 წელს მუშაობდა პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების უფროსად.

ამავე წელს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსად.

1996–1997 წელს იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ-კოსულტანტი.

1997- 1999 წლებში მუშაობდა შპს "გარანტ-აუდიტის" დირექტორად.

1998-1999 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე.

1999-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

1999-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი.