კენჭისყრის შედეგები
ივნისი 16, 2020

2020 წლის 16 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. კენჭისყრის ბიულეტენში შეტანილი იყო ცამეტი კანდიდატი, რომელთაგან შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა ექვსი კანდიდატი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე ვაქვეყნებთ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიას:

1. აბუსერიძე გოჩა
2. ოქროპირიძე თამარ
3. ქათამაძე პაატა
4. ქოჩიაშვილი ლაშა
5. შავლიაშვილი გიორგი
6. ძაბუნიძე ამირან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური ცნობები 7 დღის ვადაში უნდა წარადგინონ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება.