კენჭისყრის შედეგები
ოქტომბერი 31, 2019

2019 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. კენჭისყრის ბიულეტინში შეტანილი იყო 15 კანდიდატი, რომელთაგან შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავიდა 3 კანდიდატი.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(1) მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე ვაქვეყნებთ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიას:

1. თევზაძე ლევან

2. ოქროპირიძე თამარ

3. როინიშვილი ვასილ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს უნდა წარუდგინონ საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება.