კახაბერ სოფრომაძე

დაიბადა 1976 წლის 10 ნოემბერს, ქ.თბილისში.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

1998-1999 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტი.

1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწე.

2004-2005 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს ადმინისტრაციული საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი კონსულტანტი .

2005-2006 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოები სამმართველოს უფროსი კონსულტანტი.

2006-2008 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავჯდომარე.

2008 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი.

2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე #10 სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი