კანდიდატების მოსმენის პროცესი დასრულდა
აგვისტო 15, 2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი დასრულდა.

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატს გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმინეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ორი კვირის განმავლობაში, კანონის შესაბამისად, წევრები კანდიდატებს შეაფასებენ, კენჭისყრის პროცედურა კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე გაიმართება. სხდომის თარიღის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება აგვისტოს ბოლოს და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.