კანდიდატების მოსმენა
ივლისი 19, 2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს - თამარ ბურჯანაძეს, მერაბ გაბინაშვილს და მირანდა ერემაძეს მოუსმინეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 22 ივლისს გაგრძელდება. 10:30 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს და თამარ ზამბახიძეს მოუსმენს.

23 ივლისს გასაუბრება დაგეგმილია შალვა თადუმაძესთან, ზაზა თავაძესთან და გიორგი თევდორაშვილთან. მოსმენის პროცესი 10:00 საათზე დაიწყება.