უვადოდ დასანიშნი მოსამართლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები

უვადოდ დასანიშნი მოსამართლის საქმიანობა ფასდება ორი ძირითადი კრიტერიუმით – კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით.

კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:

ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;

ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;

გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა;

დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;

ე) ფინანსური ვალდებულება.

კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია:

ა) სამართლის ნორმების ცოდნა;

ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია;

გ) წერის უნარი;

დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი;

ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში;

ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა;

ზ) პროფესიული აქტივობა.